სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 867.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 23.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4 143.2 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 7.1 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარმარტში 2 419.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 802.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 738.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 690.7 მლნ. აშშ დოლარით.
