Monday, April 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას

April 20, 2026
საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას. მისი განმარტებით, საჩივარში განვითარებული დავის სტრატეგიაა შეფასდეს დარღვევის მასშტაბი და დადასტურდეს ის ზიანი სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც არამხოლოდ მოქალაქეებს, არამედ კონსტიტუციურ წესრიგს თავად სამართალდამცავი საგამოძიებო, თუ სხვა ორგანოს მოქმედებების შედეგად მიადგა.

„მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აქციების დარბევა არ იყო ერთეული შეცდომა ან ცუდად ჩატარებული ოპერაცია, არამედ ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ძალადობა და ადამიანის უფლებების მწვავე კრიზისის დასაწყისი, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა. ამიტომაც სასამართლომ უნდა შეაფასოს არამხოლოდ კონკრეტული მიხლების დარღვევა, როგორიც არის წამების, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების უფლება, არამედ კონვენციის მე-17 მუხლის ჭრილშიც. ამ მუხლზე დავა პირველად გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით დემონსტრაციების საქმეში, რაც საშუალებას გვაძლევს სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ დემოკრატიული ეროზიის ფაქტი და დავადასტუროთ, რომ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, რომ მიზნად ისახავდა არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ამ უფლებების განადგურებას.

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიღბიანი ოფიცრები მიმართავდნენ მიზანმიმართულ სისტემურ წამებას, კერძოდ, დგინდება, რომ აქციის დარბევის პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმი პირებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა და პოლიციის კორდონს მიღმა, კამერებისგან მოშორებით კიდევ უფრო მძიმედ უსწორდებოდა. ძალადობა გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ მიკროავტობუსებში, სადაც ადამიანებს ჯგუფურად სცემდნენ ხელთათმანით, ფეხით, კეტით, თუ სხვა ნივთების გამოყენებით მსხვერპლებს ურტყამდნენ ძირითადად თავისა და სახის არეში, ართმევდნენ ნივთებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. ამის შემდეგ დაზიანებული პირები გადაეცემოდათ სხვა პოლიციელებს და გადაჰყავდათ განყოფილებებში, სადაც დაკავებაზე ძირითადად ყალბ ოქმებს ადგენდნენ“, – განაცხადა თამარ ონიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, „დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებით და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობით“.

საიას თავმჯდომარის თქმით, არცერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული, მათ შორის, არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საშუალებები ამოწურულია და მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე სამართლის დადგენის მიზნით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ექიმი რას გიშველის უფალი თუ თან გყავს, ექიმი უძლურია. ნებისმიერი წმინდანი აიღეთ, ვინც გაგიგონიათ და გინახიათ, ვერავის ექიმი ვერ შველის” – ბერი ნიკოლოზის მრევლი
  • პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • ისრაელის სპეცსამსახურებმა დღეს დაადასტურეს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქება იგეგმებოდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge