ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის, თუმცა მისი შესაძლო შეხვედრა თეთრი სახლის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არ უნდა ჰგავდეს „ვასალსა და იმპერატორს შორის შეხვედრას“.
ტელეგრამარხ Пул Первого-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ „ქედი მოიდრიკოს და რამე ითხოვოს“ ვაშინგტონისგან.
„სიმართლე არ არის, რომ მე მწვავს სურვილი, ვესტუმრო შეერთებულ შტატებს და ხელი ჩამოვართვა დონალდ ტრამპს. მე არ ვარ ვოლოდია ზელენსკი, რომელიც დონალდ ტრამპთან გაიქცევა და ფულს ან იარაღს ითხოვს“, – თქვა ლუკაშენკომ.
ვაშინგტონთან სამომავლო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ თქვა, რომ მხარეები ჯერ კიდევ განიხილავენ „მნიშვნელოვან შეთანხმებას“, რომელიც მოითხოვს „გარკვეული საკითხების“ მოგვარებას.
„ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი და ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმების საგანი. როგორც კი ამას ქვედა დონეზე დავასრულებთ, მზად ვართ, შევხვდეთ დონალდს და ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, – განაცხადა მან.
ცნობითვის, 5 აპრილს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაითვალისწინა მისი რეკომენდაციები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და თანდათანობით დაიწყო ირანში ომისგან დისტანცირება.
