რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სამსახურში ხელმძღვანელობის კრიტიკულმა შენიშვნებმა და ოჯახში დაძაბულმა გარემომ შესაძლოა, ძალიან აგანერვიულოთ, რაც ყურადღების კონცენტრაციაში ხელს შეგიშლით. სიმშვიდისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად
ფინანსებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. სარემონტო სამუშაოებმა ან საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობამ შესაძლოა დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ადამიანის გამოჩენა, რომელიც თქვენში რომანტიკულ გრძნობებს გააღვიძებს.
კურო
პირადი ცხოვრების სირთულეები შესაძლოა თქვენს განწყობაზე აისახოს, თუმცა ეცადეთ, ყურადღება სასიამოვნო საქმიანობაზე გადაიტანოთ — მაგალითად, საინტერესო წიგნი წაიკითხეთ ან ივარჯიშეთ. ხელსაყრელი დღეა ისეთი ნივთის შესაძენად, რომლის ფასი დროთა განმავლობაში გაიზრდება. ეცადეთ, მეზობლებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ და მცირე გაუგებრობა დიდ დაპირისპირებად არ აქციოთ.
წარსული გამოცდილება არ დაივიწყოთ — სავარაუდოდ, დღევანდელი შეთავაზება ფარულ რისკებს შეიცავს. ტელეფონის „სქროლვამ“ შეიძლება უამრავი ძვირფასი დრო ფუჭად დაგაკარგვინოთ, ამიტომ საქმის დასრულებამდე ტელეფონის შესახებ უნდა დაივიწყოთ.
ტყუპები
თუ ემოციებს აჰყვებით და წონასწორობას დაკარგავთ, შესაძლოა ისეთ სირთულეებს წააწყდეთ, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებთ. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის დაგეგმილზე ორჯერ მეტი ფული დახარჯოთ, რაც ფინანსურ მდგომარეობას დაამძიმებს.
მოერიდეთ ადამიანებზე და მათ საქციელზე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას — ხვალინდელმა დღემ შეიძლება აზრი შეგაცვლევინოთ. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანებისთვის და მათი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ.
კირჩხიბი
გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს საბრძოლო სულს მნიშვნელოვნად აამაღლებს. უახლოეს მომავალში შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ. მეგობრები და ნათესავები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ, თუმცა ეს მშვენიერი შანსია, რომ სამუშაოს დროებით მოწყდეთ და საკუთარ თავს დასვენების დღე მოუწყოთ.
დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ თუ ცოტა მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული საღამო შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდეს.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის დრო გამონახოთ. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანმა, რომელიც თქვენი ვალის დაბრუნებას დიდხანს თავს არიდებდა, ფული მოულოდნელად დაგიბრუნოთ.
შვილებისგან მიღებული სიახლე ძალიან გაგახარებთ. იქნებ ამის აღსანიშნავად, პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ? ფიქრობთ, რომ ქორწინება მხოლოდ კომპრომისია? დღეს მიხვდებით, რომ ეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლებად უნდა უსმინოთ – რთულ ვითარებაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ქალწული
ბოლოს და ბოლოს, საკმარისი დრო გაქვთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გარეგნობაზე იზრუნოთ. ახალი პროექტები პერსპექტიული ჩანს, თუმცა დიდ მოგებას არ უნდა ელოდოთ. ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.
ზოგ ქალწულს უცხოეთში მცხოვრები ნათესავისგან მიღებული საჩუქარი სასიამოვნოდ გააოცებს. თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება გარეშე პირმა ჩარევა სცადოს, რისი საშუალებაც არ უნდა მისცეთ. ეცადეთ საკუთარი სისუსტეები დაძლიოთ — ეს უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.
სასწორი
დროა, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ — უმოქმედობამ შეიძლება თქვენს სულიერ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უძრავ ქონებაში დაბანდებული ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდება.
ნათესავებისა და მეგობრების წრეში გატარებული საღამო დიდ სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ. სასიყვარულო ურთიერთობაში აგრესიას მოერიდეთ. დღეს მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც წვრილმანების მიმართ სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღის უდიდესი ნაწილი მეორეხარისხოვან ან ნაკლებად სასარგებლო საქმეებს დაუთმოთ და ზოგიერთი დაპირების შესრულება ვერ შეძლოთ, რაც ახლობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს.
მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება. საღამოს სასიამოვნო ვახშამი დაგეგმეთ, რათა მოსაწყენ და დაძაბულ დღეს გამოემშვიდობოთ.
მშვილდოსანი
გარშემომყოფებს თქვენი ოპტიმიზმი და კარგი განწყობა მაგნიტივით იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, უსარგებლო ნივთებში ფულის ხარჯვას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა დაძაბული პერიოდი გაქვთ, თუმცა ოჯახის მხარდაჭერა სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
გახსოვდეთ, რომ ღმერთი მათ ეხმარება, ვინც საკუთარ თავს ეხმარება. შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა უნებლიეთ, თქვენი გეგმები ან პროექტი ჩაშალოს, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. საღამოს მოწყენილობის დასაძლევად საუკეთესო საშუალენა მეგობრებთან ერთად გართობაა.
თხის რქა
შინაგანი დაძაბულობა და შფოთვები მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. ეცადეთ, სასიამოვნო თემებზე იფიქროთ — ეს წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ახლობლებს თქვენს პრობლემებს ნუ დაუმალავთ — მათთან გულახდილობა შვებას მოგგვრით და შინაგანად გაგათავისუფლებთ.
დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო ინციდენტი მყუდროებას დაგირღვევთ. ეცადეთ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ.
მერწყული
შესაძლოა, ბრაზისა და ნეგატიური ემოციების დაგროვებამ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. გათავისუფლდეთ ასეთი ფიქრებისგან — ისინი ენერგიას გართმევენ და შრომის ნაყოფიერებას ამცირებენ.
საყოფაცხოვრებო საკითხებში ცვლილების შეტანამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ — მათი აზრი ოჯახური კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.
თევზები
ამ დღეს ზოგიერთ თევზებს ძველი ვალი დაუბრუნდება. ეცადეთ, შვილებისთვის რაიმე განსაკუთრებული აქტივობა დაგეგმოთ. შეიძლება სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი გეგმები გაჩნდეს.
საკუთარ შესაძლებლობებს სწორად აფასებთ და ახლობლებისგან დახმარებას არ ელით. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.
