უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებული პროფესორი დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც “ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლის” უფლებადამცველი, თამარ გაგუა “შაბათის ეთერთან” აღნიშნავს, 66 წლის კაცი “თავზარდაცემულია” იმ ბრალით, რასაც მას პროკურატურა ედავება.
საზოგადოებრივი ადვოკატი, “შაბათის ეთერს” უყვება, რომ საქმეში ორი არასრულწლოვანი ფიგურირებს, გამოძიება კი მეცნიერის წინააღმდეგ მისი გერის, დაზარალებულების დედის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
ადვოკატი აცხადებს, რომ “საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს”. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ჩვენება. თამარ გაგუას თანახმად, დაზარალებულებისთვის ექსპერტიზა ჯერ-ჯერობით არ ჩაუტარებიათ.
“პირდაპირი მტკიცებულება, რაც შეიძლება სამართლებრივად ჩაითვალოს, მტკიცებულებად, არის მხოლოდ დაზარალებულთა ჩვენებები. სხვა ყველა პირი, ირიბი მოწმეა, რომლებმაც იციან, ისევ და ისევ დაზარალებულებისგან ნაამბობი. ფაქტს არ ჰყვას თვითმხილველი, არ ჰყავს ვინმე სხვა პირი ვისაც შეეძლო აღნიშნული დაენახა, მოესმინა და ა.შ. ჯერ-ჯერობით საქმეში არც სხვა პირდაპირი მტკიცებულებები დევს. ბავშვებს ექსპერტიზა ამ ეტაპზე არ ჩატარებიათ. დაკავებული იმთავითვე კატეგორიულად უარყოფდა წაყენებულ ბრალდებებს. ადამიანური კუთხითაც ძალიან შეძრულია”- განმარტავს იურისტი.
ადვოკატის თქმით, ჩვენებების მიხედვით, პენიონერი არადრულწლოვნებზე სახლის ტერიტორიაზე ძალადობდა, თუმცა გაგუას განცხადებით, მოხდა თუ არა დანაშაული ეს კიდევ დასადგენია:
“კონკრეტულ ლოკაციებს ვერ დაგისახელებთ, დანაშაული საერთოდ მოხდა თუ არა, ამაზე გამოძიება გრძელდება და შესაბამის ეტაპზე, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. დაკავებულს სავარაუდო დანაშაულის ჩადენას გარე სივრცეში არ ედავებიან. სახლის ტერიტორიაზე, სახლში ედავებიან დანაშაულის სავარაუდო ჩადებას.
“მას არ აქვს ოჯახური დანაშაული ბრალად წაყენებული, რადგან ეს ბავშვები არ ცხოვრობდნენ მათთან. ისინი ცხოვრობდნენ მშობლებთან. ერთად რა პერიოდს ატარებდნენ, ამასთან დაკავშირებით ასე კონკრეტულად არც საქმის მასალებში არის რამე და ვერც მე დაგიდასტურებთ და ვერც ვუარვყოფ, უბრალოდ გარკვეული პერიოდულობით ჰქონდათ ბებიასთან მისვლა-მოსვლა. ამ ეპიზოდურობებზე საუბრობენ შემდგომ ბავშვები. ბავშვებმა ჩვენებები მისცეს 2026 წელს. სავარაუდო დანაშაული რომელ წლებში მოხდა, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, არის მითითება, რომელი წლიდან დაიწყო და რა პერიოდამდე. მათ ჩვენებები მისცეს მხოლოდ ახლა. საუბარი არის არის ერთ ან ორ წელზე, უფრო მეტი დრო არის გასული [სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან] გამოძიება დაწყებულია ბავშვების დედის განცხადების საფუძველზე”- აცხადებს თამარ გაგუა.
პროკურატურა პენსიონერ მეცნიერს მისი ცოლის შვილიშვილების გაუპატიურებას ედავება. გამოძიების ვერსიით, სავარაუდო დანაშაული 8 წლის მოხდა, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ მაშინ მსხვერპლმა გოგონებმა ვერ გააცნობიერეს ეს ყველაფერი. ჩვილი ახლა გადაწყდა – პროფესორის წინააღმდეგ გამოძიება გერის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
“მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვნები იყვნენ: 7და 8 წლისები, როდესაც დაიწყო მათ მიმართ კონკრეტული დანაშაულებების ქმედებების ჩადენა. როცა გააანალიზეს, და შესაბამისად, მზად იყვნენ სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე და ჩვენების მიცემაზე, გამოცხადდნენ შესაბამისად, მოვიპოვეთ მტკიცებულებები, როს საფუძველზეც ბრალი წარედგინა ბრალდებულს.
საქმის მასალები გასაიდუმლოებულია, ამიტომ “შაბათის ეთერი” არ ასახელებს არც დაკავებულის და არც სავარაუდო დაზარალებულების ვინაობას.
