ამ დროისთვის ცნობილია, რომ ლიკვიდირებულია თავდამსხმელი, რომელმაც დღეს კიევში ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შემდეგ მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. პოლიციამ მისი განიარაღება შეძლო.
სროლის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. „ამჟამად 10 ადამიანი საავადმყოფოშია მიყვანილი ჭრილობებითა და ტრავმებით. ყველას მიეწოდება აუცილებელი დახმარება. ოთხი მძევალი გადაარჩინეს. დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრსა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს, საზოგადოებას მიაწოდონ ყველა გადამოწმებული ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკოს განცხადებით, თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, 58 წლის უკრაინის მოქალაქეა.
„მან დემიევსკის ქუჩიდან დაიწყო თავისი განზრახვის შესრულება. გზად ოთხი ჩვენი მოქალაქე დახვრიტა, მეხუთე გარდაცვლილი კი მაღაზიაში მძევლად აყვანილი მოქალაქეა, ერთი ადამიანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – განაცხადა კლიმენკომ.
