დიპლომატია, ეკონომიკური სტიმულები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა – სწორედ ეს სამი კომპონენტი დაასახელა ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა იმისთვის, რამაც შეიძლება საქართველოში ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯო ვილსონი აცხადებს, რომ შტატებისთვის შემაშფოთებელია სიგნალები “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და ჩინეთ-ირანის საეჭვო კავშირების შესახებ.
ის ამბობს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობა შეინარჩუნოს მოკავშირე ქვეყნებისთვის, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქართული ოცნების ხელისუფლებაა მთავარ პარტნიორებს მოუსმენს.
“ქართველი ხალხი იმსახურებს აღიარებას და რაც მთავარია ჭეშმარიტად სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სხვადასხვა რეგიონში შორის იზრდება კოორდინაცია ქვეყნებს შორის, რომლებიც ავტორიტარულ გავლენას ეწინააღმდეგებიან. ჩემი აზრით ეს გლობალური ტენდენცია დემოკრატიულ მმართველობას უწყობს ხელს და საქართველო ამ ტრაექტორიის ნაწილი უნდა იყოს. ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში იზრდება. მე მჯერა, რომ ეს იმპულსი საბოლოო საქართველოში თავისუფალ და დამოუკიდებელ არჩევნებს გამოიწვევს. საქართველო კვლავ ცენტრალური ქვეყანაა რეგიონში. სამხრეთ კავკასია მთლიანობაში სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაშფოთებს, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით. ასევე არსებობს შეშფოთება საქართველოს მთავრობის გარკვეულ ელემენტებსა და ირანს შორის დაახლოების შესახებ.
ცვლილება აუცილებელი არ არის კონფლიქტის გზით მოხდეს. მისი მიღწევა შესაძლებელია თანმიმდევრული, დიპლომატიური ჩართულებით, ეკონომიკური სტიმულებით და საზოგადოებრივი მხარდაჭერით. ძირითადი პრინციპი უცვლელია – დემოკრატიული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. საბოლოო მიზანი მკაფიოა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას ასახავს”, – ამბობს უილსონი.
