ბრიუსელი ევროკავშირს საბჭოთა კავშირში მიაქანებს – ამის შესახებ დღეს მედიასთან შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის გუნდის ლიდერმა ბრიუსელი მთავარ ცენზორად მოიხსენია და ირწმუნებოდა, რომ მისგან მხოლოდ კონფრონტაცია, მითითება და დირექტივა მოდის – “დიალოგი მათი სამუშაო არსენალიდან გამქრალია”.
პაპუაშვილმა დღეს ბრიუსელი საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკაშიც დაადანაშაულა და ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ მას ჩვენი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება სურს.
“არ მგონია, რომ ქართველი ხალხი მომხრე იყოს საბჭოთა კავშირში დაბუნების, რასაც ბრიუსელსი დღევანდელი ხელმძღვანელობა დღევანდელი ქცევით გვაჩვენებს. ის გვაჩვენებს, რომ ჩვენ თავი უნდა ვიგრძნოთ, როგრც მცირე ერმა, რომელიც უნდა დაემორჩილოს სხვა ერების მითითებებს. უნდა ავირჩიოთ ის ხელისუფლება, რომელსაც გვეტყვის ჩვენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და იმის მიხედვით მივცეთ ხმა, შემდეგ რომელიღაცა ქვეყნის მინისტრი გვეტყვის, რომელი კანონი უნდა მივიღოთ. ეს არის საბჭოთა კავშირი ზუსტად, საითკენაც ბრიუსელი მიაქანებს ევროკავშირს. ბრიუსელი დღეს მზად არის მხოლოდ კონფრონტაციისთვის და დიალოგი მათი სამუშაო არსენალიდან გამქრალი ქართველ ხალხთან დაკავშირებით. მხოლოდ კონფრონტაცია, მითითება, დირექტივა – მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ დაემორჩილება მათ გემოვნებას, მანამდე ვხედავთ, რომ ამ შემადგენლობას ბრიუსელისას არ სურს თავის შეწუხება სხვა საკითხებზე. ბრიუსელი დღეს ასრულებს ცენზორის როლს ევროკავშირში და ცდილობს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარუდგინოს წევრ ქვეყნებს.
ჩვენ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებსაც პირდაპირ გაცხადებული აქვთ მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. საქართველოს უყურებენ როგორც ინტრუმენტს, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
