“ძალიან ამაყი ვარ” – ამ სიტყვებით სინდისის პატიმრის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის დედამ ვიკა ბუკიას “პირველ ხაზში” დაკავებულ შვილს მიმართა.
ლიკა გუნცაძის თქმით, ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა სააპელაციო სასამართლოზე ღირსეული კაცის და ღირსეული ადამიანის სიტყვა იყო.
ჩემი შვილი არის ჩემზე ჭკვიანი ბევრად, მე ესე ვთვლი უკვე, ნამდვილად ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე კეთილშობილია, ჩემზე შემწყნარებელია და ანდრო ანდროა, მე მე ვარ. ანდროს ვუსურვებ ძალიან მაგრად დგომას. მომეწონა შენი სიტყვა დღეს, ნამდვილად იყო ღირსეული კაცის და ღირსეული ადამიანის სიტყვა, ძალიან ამაყი ვარ. ანდრო ძალიან კეთილშობილი ადამიანია, რომელმაც ერთ-ერთ სასამართლოზე თქვა, რომ პატიობს იმ ადამიანის მაგვარ არსებებს იქ ვინც სხედან, მე არ ვპატიობ და არც ვაპატიებ, ბოლომდე ჩავყვები,” – ამბობს ლიკა გუნცაძე.
