“ცენტრ პოინტის“დაზარალებულებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა – როგორც უწყებიდან გამოსულმა მოქალაქეებმა “პირველებთან” განაცადეს, მათთვის არ დაუსახაელებიათ კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყება მშენებლობა.
შეხვედრამდე დაზარალებულებმა საცხოვრებული ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით აქცია მერიის წინ გამართეს.
მარიჯანის 4 ნომრის მოსახლეობა ამბობს, რომ მერია მათ 2021 წელს დაჰპირდა სოციალური პროექტის ფარგლებში კორპუსის აშენებასა და 433 დაზარალებული ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას, თუმცა ადგილზე ჯერ-ჯერობით მშნებლობა დაწყებული არ არის.
მოსახლეობას თქმით, იმის გამო, რომ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა ისევ შეჩერებულია, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზა, დაზარალებულების თქმით, არარსებულ დოკუმენტებს ითხოვს, პროცესი ჭიანურდება.
დაზარალებულები სამხარაულის ბიუროს ჩანაცვლებას ეკონომიკის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული ექსპერტებით ითხოვენ, რაზეც მათი თქმით, თბილისის მერია ამ ეტაპზე უარს აცხადებს.
“ორი-სამი კვირის ვადაში იქნება ის ნიმუშების პასუხები მზად, რასაც ითხოვს საქართველოს სამხარულის ექსპერტი და დადებს პასუხს. მეტი პრობლემა არ უნდა იყოს წესით, მაგრამ, როგორც ვიცი, სამხარული ამის მერე კიდე რაღაცას გამოძერწავს. იმიტომ გვინდოდა ჩანაცვლება სხვა, ეკონომიკის სამინისტროს ორი აკრედიტიზებული ექპსერტიზით, თუმცა ამ საკითხს მერია არ განიხილავს.” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
“ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები 433 ოჯახი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია საკუთარ ბინებს ელოდება, აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ხოლო მათთვის კუთვნილი ქონება შესაძლოა მესამე პირების ინტერესებს ეწირებოდეს.
