Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რუბიოს ზარი კარგი რომ ყოფილიყო, ეს „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ კი იქნებოდა, თავს მოგვაჭამდნენ” – ლევან ხაბეიშვილი

April 17, 2026
“რუბიოს ზარი კარგი რომ ყოფილიყო, ეს „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ კი იქნებოდა, თავს მოგვაჭამდნენ” – ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი დასრულდა.

პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და ოპოზიციას მიმართა.

მას მიაჩნია, რომ პროდასავლურ ოპოზიციას სამიზნე აქვს გასასწორებელი და მათი მთავარი ოპონენტი უნდა იყოს “ქართული ოცნება“.

“ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული. ხალხი ითხოვს არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. ხალხო, ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ ორგანიზებული, რა არის საერთო მტერი, პრობლემა და რაღაცას ვაკეთებდეთ, დისკუსიები გვაქვს ერთმანეთში და დავცხებთ ერთმანეთს. არ არის ეს არც სწორი და არც ნორმალური” – თქვა ხაბეიშვილმა.

მან ასევე რუბიოს ზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ზარი კარგი რომ ყოფილიყო, ტელეიმედზე მუდმივ რეჟიმში ამაზე ისაუბრებდნენ.

“არ შემიძლია არ ვისაუბრო მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით. რუბიომ რომ დარეკა იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, რა მაგარია, ამერიკელებმა თურმე დარეკეს და არ დავრჩებით ხალხო მარტო, აქეთ ვიღაცები დეპრესიაში ჩავარდნენ. ხალხო, რაღაც თუ არ იცით [ამის თქმა არაა უხერხული]. პირობითად, არ ვიცი ინგლისური და ვამბობ, რომ არ ვიცი. რაღაც რომ არ იცი, კი არ „ტეხავს“ – ამერიკელებს საქართველოს ცა არ სჭირდებათ. ეს რომ ყოფილიყო კარგი ზარი, რუბიოს რომ ეთქვა – ე, ირაკლი, როგორ ხარ ჯიგარო? ეს დილას „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ იქნებოდა, რომ რუბიომ დაურეკა ირაკლის. თავს მოგვაჭამდნენ… ვერც ეს გამოვიყენეთ.

მუდმივად ვართ ერთმანეთის კრიტიკაში.

ყველა სოციალურ ქსელშია და არ ვიცი, ალბათ, ტელევიზორს მარტო მე ვუყურებ და მე გადავირიე ერთი და იგივე რომ გადის ტელევიზორში – ყველა ექსპერტია და გამოდის, რომ 2012 წელს მე, ხატია დეკანოიძეს და თინა ბოკუჩავას მოგვიყვანია ბიძინა ხელისუფლებაში… არ შეიძლება ასე, ერთმანეთს ყველამ ხელი ჩავკიდოთ, დარწმუნებული ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ საბოლო ჯამში, ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია
  • “დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და დიდი ალბათობით, ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ” – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის პროკურორი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge