ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმავს ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლოს.
დონალდ ტრამპმა პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.”ვაპირებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბიბი ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი, ჟოზეფ აუნი თეთრ სახლში მოვიწვიო პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ისრაელსა და ლიბანს შორის 1983 წლის შემდეგ – რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო.
ორივე მხარეს სურს მშვიდობის ნახვა და მე მჯერა, რომ ეს მოხდება, თანაც სწრაფად!” – წერს ტრამპი.
