Thursday, April 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია აღარ იქნება – აღნიშნული ფუნქცია სრულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცემა

April 16, 2026
უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია აღარ იქნება – აღნიშნული ფუნქცია სრულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცემა

უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია აღარ იქნება. აღნიშნული ფუნქცია სრულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცემა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სკოლების ვალდებულებად განისაზღვრება.

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი ხდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.

ასევე, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, ავტორიზაციის პროცესს დაექვემდებარებიან. ავტორიზაცია მოპოვებული უნდა ჰქონდეთ ზოგადი განათლების იმ საფეხურზე, რომელზეც საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ.

გარდა ამისა, კანონის პროექტის გათვალისწინებით, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით სარგებლობის უფლება ექნება.

მოქმედი კანონით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რომლის უფლებამოსილებაში მათ შორის უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება შედის, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული მოსწავლეებისთვის ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების გაგრძელების წინაპირობას. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს მიმღები სკოლის დასკვნა, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. დასკვნის შედგენის მიზნით კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები. სწორედ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, საერთაშორისო პრაქტიკით უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს აქვთ მინიჭებული და აღნიშნულ პროცესში ცენტრის ჩართულობა საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება.

„გამოკვლეულ იქნა შემდეგი სახელმწიფოების პრაქტიკა: – ნიდერლანდები, გერმანია, აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ისლანდია, ხორვატია, რუმინეთი, ისრაელი, ავსტრალია, თურქეთი, მონაკო, სერბეთი, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა. აღნიშნულ სახელმწიფოებში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების შესაბამისი ეროვნული სააგენტოს ჩართულობის გარეშე ახორციელებენ.

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. შესაბამისად, ზოგადი განათლების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრი, მოსწავლე უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, გააგრძელოს სწავლა აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებულ კლასში. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.

შესაბამისად, ცენტრს ერთგვარად ფორმალური როლი აქვს, რამდენადაც როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს – დადებითი თუ უარყოფითი, მოსწავლე უფლებამოსილია გააგრძელოს განათლების მიღება შესაბამის კლასში“, – ნათქვამია კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ურეკავდნენ ძირითადად პენსიონერებს, მოტყუებით დაეუფლნენ 125 000 ლარს – 2 პირს ბრალი წარედგინა
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “ირაკლი რუხაძე გამალებით ცდილობს თავი გადაირჩინოს – ჩვენ ვნახეთ ჯერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა, ახლა სასწრაფო წესით „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა” – ქეთევან თურაზაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge