„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები,“ — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ პოლიტიკას აგრძელებს.
“ტყუილია, თითქოს ქართულმა ოცნებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, ქართული ოცნების ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები” – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით გახარიას პარტიის წევრებმა დაიბარეს.
