ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებასთან ახლოსაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.
“მიმაჩნია, რომ თითქმის დასრულებულია”, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანს შეთანხმების დადება სურს.
“მათ ქვეყნის აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ. ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. ვნახოთ რა მოხდება. მათ შეთანხმების დადება ძალიან სურთ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
