Tuesday, April 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს” – თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

April 14, 2026
“ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს” – თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებითაც კი! საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.

ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრის, ვიკა ფილფანის კითხვაზე: “ამდენი წლის განმავლობაში ჯარი მოწამლულ საჭმელს ნატო-ს სტანდარტებით ჭამდა?” გიორგაძემ განაცხადა, რომ ჯარი მოწამლულ საჭმელს არ ჭამდა.

“ნახევარზე მეტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში თავისი ნებით, ნებაყოფლობით მოდის. ეს განპირობებულია სწორედ იმ პირობებით, რა პირობებიც თავდაცვის სამინისტროს ჯარში ახალგაზრდებისთვის აქვს შექმნილი. ეს მათთვის სასარგებლოა, როგორც პირადი მომზადებისთვის და ფიზიკური სიჯანსაღისთვის, ასევე სამშობლოს საჭიროებისათვის, რომ ძლიერი რეზერვი არსებობდეს.

ჯარში საუკეთესო კვებაა, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებაშიც კი. საუკეთესოა როგორც კვების, ასევე ინფრასტრუქტურული, ყველა პირობითა და სოციალური პაკეტით, რაც კი არსებობს.

ჯარი მოწამლულ საჭმელს არ ჭამდა. ყოველდღიურად არის მონიტორინგი, პრევენციული ღონისძიებები. თუ ამ პროცესში, ვიდრე საკვები სასადილოში შევა, რაიმე პრობლემა აღმოჩნდა, ეს სხვა თემაა. ერთმანეთში არ ავურიოთ“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “კომპანია, რომელმაც სეს-ის მიერ ძაღლის საჭერზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო, ერთი თვის წინ დაარსდა” – ბესიკ დონაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge