რუსეთ-უკრაინას შორის სააღდგომო ზავი დაირღვა – მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ – უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწყების მომენტიდან მისი დარღვევის თითქმის 500 შემთხვევა დაფიქსირდა.
რუსეთი აცხადებს, რომ დაიბომბა კურსკისა და ბელგოროდის ოლქები; უკრაინული მხარის ინფორმაციით კი, ზავის დარღვევის ერთ-ერთი შემთხვევა სუმის ოლქზე თავდასხმა იყო, რა დროსაც ექიმები დაშავდნენ. კერძოდ, ღლუხივის თემში სასწრაფო დახმარების მანქანას დრონი მოხვდა, რამაც სამი მედიკოსის დაშავება გამოიწვია.
სააღდგომო ზავს 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე უნდა ემოქმედა.
