ოკუპირებულ აფხაზეთში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მისი დეიდა დააკავეს.
ე.წ. პროკურატურის ცნობით, გაბრიელა ლახინა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა არასრულწლოვანს განზრახ მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანება. დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში 4 წლის გოგონა სახესა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში 7 აპრილს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
