36 წლის მერე ტომ კრუზი საკულტო ფილმით, Top Gun-ით დაბრუნდა. ფილმის პირველი ნაწილი 1986 წელს გამოვიდა, მეორე ნაწილმა, Maverick-მა კი რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, რეკორდები მოხსნა და მსაიხიობისთვის ყველაზე წარმატებულ ფილმად დასახელდა.
ფილმის მეორე ნაწილი კინოგაქირავების ლიდერი გახდა. აშშ-ში ფილმის შემოსავლებმა პრემიერიდან სამ დღეში $124 მილიონი შეადგინა, გლობალურად კი ეს მაჩვენებელი $248 მილიონს გაუტოლდა.
ეს ტომ კრუზის პირველი ფილმია, რომლის შემოსავლებმაც კინოგაქირავების პირველ კვირაში 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა: იქამდე იმავე საზომით მისი ყველაზე წარმატებული ფილმი War of the Worlds იყო 2005 წელს $64-მილიონიანი შემოსავლით.
[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’qSqVVswa420′]