ვილა ესპანეთის 5-ვარსკვლავიან კურორტზე მალაგაში, ბინა ბაგებში, ავტოსადგომი და ნუშის ბაღების რეზიდენცია – თავდაცვის ექს მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძეს და მისი ოჯახის წევრებს წლობით ნაგროვებ ქონებას ჩამოართმევენ. დღეს ჯარის ძარცვის საქმეზე პროკურატურამ საბოლოო სიტყვა თქვა. ბურჭულაძეს ციხიდან საპროცესო გარიგებით გამოშვებაზე უარი უთხრეს. ღარიბაშვილის კაბინეტის ყოფილ მინისტრისთვის სახელმწიფო ბრალდება სასჯელის მაქსიმუმს ითხოვს.
ერთადერთი, ვისაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, ეს ვლადიმერ ღუდუშაურია. თავდაცვის სამინსიტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი მხოლოდ იმის გამო გადარჩა, რომ გამოძიებას ჩვენება მისცა და ხელი მინისტრს დაადო. საპროცესო გარიგებაზე და სასჯელის შემსუბუქებაზე უარს ეუბნებიან, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას.
7 მილიონი ლარი ეს არის ზარალი ჯარის ძარცვის საქმეზე, რომელიც პროკურატურის მტკიცებით ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიადგა. ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი მინისტრი მზად არის ფული მიიტანოს, და იმედი აქვს რომ განაჩენის გამოცხადებამდე საპროცესო გარიგება გაფორმდება.
