“მივიღეთ გადაწყვეტილება ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმების პირობით პატიების შესახებ, მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით პატიების შესახებ და ეს პროცესი უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები – კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები. თუმცა, გაგრძელდება 1 560 მეგავატის პროექტების განხორციელება. საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სფეროს განვითარებას ჩვენს ქვეყანაში” – ირაკლი კობახიძე.
