Tuesday, April 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი” – გია ხუხაშვილი

April 7, 2026
“ხელისუფლება ცდილობს ყოველთვის რომ ნებისმიერი ალტერნატიული აზრი, ნებისმიერი კრიტიკა გაანადგუროს ” – გია ხუხაშვილი “მეტრონომთან”

ირაკლი კობახიძე არავის ჰგონია ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღები, ამიტომ რაც ვნახეთ, ამაში სიახლე არაფერი ყოფილა. რეალობას ფარდა აეხადა, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს – კობახიძე ტრაგიკული პერსონაჟია, კომპლექსებით დატვირთული, ბიძინას კი საბელის გაზრდა ახასიათებს ამ ტიპის პერსონაჟების, ილუზიას უქმნის, რომ ისინი რაიმეს წარმოადგენენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიზნესცენტრში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა და ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები შეაფასა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრით, ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძეს „პირველივე მოსახვევში თავისი ადგილი მიუჩინა“.

„მძიმე სურათია, ეს პერსონაჟი [ირაკლი კობახიძე] უყურებს პოლიტიკურ მშობელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეჯავრება, რადგან მის ჩრდილშია, იქიდან ვერ გამოდის და საკუთარ ნებას ვერ გამოხატავს, ამიტომ მისი სიძულვილი იზრდება. ბიძინას კი ვურჩევდი, რომ ფრთხილად იყოს, რაიმე აფექტის მდგომარეობაში კობახიძეს რაიმეზე ხელი არ წაუცდეს. არასტაბილური ადამიანია და სიძულვილის მიზეზიც აქვს – როგორია პრემიერ-მინისტრი გერქვას და თან იცოდე, რომ არარაობა ხარ. შეხვედრას ოფიციალური პროტოკოლური სახე ჰქონდა, სადაც ჩანდა თუ ვინ იყო ამ ქვეყნის პატრონი. მაგრამ ირაკლი კობახიძე მათ უკან რატომ მიბლაყუნობდა? ყოფილიყო თავისთვის, როგორც პერსონალი. მაგრამ ამით ჩვენ ამერიკა ხომ არ აღმოგვიჩენია? მაგრამ აქ პრობლემა მარტო იმიტომ კი არ არის, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ გზას გადაუხვია და ავტორიტარულ გზას დაადგა, მსგავსი პრობლემა ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ იქ ლიდერები ინსტიტუციონალიზებულები არიან და თანამდებობები უკავიათ, შესაბამისად ის არის გადაწყვეტილების მიმღებიც და პასუხისმგებელიც, ჩვენთან კი ბიძინამ შექმნა მოდელი – ის იღებს გადაწყვეტილებას და პასუხისმგებელი თავად არ არის. მან საქართველოსგან ოფშორული კომპანია შექმნა და ნომინალურ პირზე გააფორმა, მაგრამ საბუთებში რომ ჩაიხედო, პატრონი სხვა ვიღაცაა, ამ შემთხვევაში ეს ვიღაც [პატრონი] ირაკლი კობახიძეა. საქართველო დღეს პოლიტიკური ოფშორია, რომელსაც ნომინალური დამფუძნებელი ჰყავს და რეალურად მართვის ბერკეტები შუშის სასახლეში მჯდომ ადამიანს აქვს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, რეალურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანას რეალური პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია, რადგან ქვეყანას ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი მართავდა.

„რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი იყო მმართველი და რეალური პრემიერ-მინისტრი არცერთი არ ყოფილა, ყველას ჰქონდა სპეციფიკური ნაკლოვანება. მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, თუ ვის ჰქონდა მოქმედების დიდი დიაპაზონი. ჩემი აზრით, ასეთი გახარიას ჰქონდა, რომელიც ძვირიც დაუჯდა. 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ. ბიძინამ მათ დამოუკიდებლობის ილუზია შეუქმნა, შემდეგ წამოვიდა გზავნილები, რომ შეუძლიათ ბიძინას გარეშე მართვა. კალაძეს ჭკუა არ ეყოფოდა, რომ „არა“ ეთქვა, მაგრამ შესაძლოა კობახიძეს ეყო ჭკუა. ბიძინას ნება იყო, რომ გუშინდელი სურათი, სისტემისთვის ეჩვენებინა, თორემ ჩვენთვის რა შეიცვალა? ამით უნდოდა სისტემა დაერწმუნებინა, რომ არაფერი შეცვლილა და რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ფიჭვნარსა და კოლონადებთან მდებარე კაფე-ბარები დაანგრიეს
  • “მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას” – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი
  • საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge