2022 წლის ევროვიზიაზე უკრაინულმა ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA-მ გაიმარჯვა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფმა კონკურსში მოპოვებული პრიზი $900 ათასად აუქციონზე გაყიდა, ამ თანხით კი უკრაინული ჯარისთვის დრონები შეიძინა.
ჯგუფმა კონკურსში გამარჯვების შედეგად ბროლის მიკროფონი მოიპოვა, მისი გაყიდვის გადაწყვეტილება კი მალევე მიიღო.
კონკურსის ორგანიზატორების თქმით KALUSH ORCHESTRA ახალ პრიზს მალე მიიღებს.