Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს

April 6, 2026
14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს

14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვები ფრაქციამ „საქართველოსთვის“ წარადგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, მათ შორისაა: გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება.
პროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდება.

პარლამენტი ასევე დაჩქარებული წესით იმსჯელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზეც.

კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ტურისტული მიზნით და რომელსაც ასევე აქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე.

შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს განსახილველი და საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება – წაშლილია მისი ძველი დეკლარაციებიც 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე კლდის ფერდი კვლავ ჩამოიშალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge