Sunday, June 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

April 6, 2026
მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა წევრმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანეს 24 – საათიან პროტესტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების დადგმასთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ მათ უარი განუცხადა და პროტესტის ხანგრძლივობის შემცირება მოსთხოვა.

მისივე თქმით, ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასა და მასთან დალაპარაკებას მოითხოვენ.

„ჩვენ მოვედით აქ, რადგან კიდევ ერთხელ ვცადოთ, რომ შევხვდეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მას ძალიან ბევრი შეხვედრები აქვს და იცლის ყველაფრისთვის, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების გარდა. ანუ დადის დებატებზე, ხვდება სხვადასხვა თანამდებების პირებს, მაგრამ არ სცალია სასიკვდილოდ განწირული ბავშვების საკითხთან დაკავშირებით შესახვედრად. ჩვენ 5 დღე მივეცით ხელისუფლებას – თუ პასუხს არ გაგვცემდნენ დავიწყებდით უწყვეტ პროტესტს, შევიტანეთ შსს-ში განცხადება პროტესტსა და კარვების გაშლაზე, ადმინისტრაციის წინ. მინდორია და ეს არ არის ხალხის სავალი ნაწილი, ეს არის ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა შსს-მ კარვების გაშლა აგვიკრძალა და უარი გვითხრა 24-საათიან პროტესტზე, თითქოს ჩვენ აქ სასეირნოდ ვიყოთ გამოსულები. ლოგიკაში არ ჯდება, რომ სასიკვდილოდ განწირული ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი, რამ არც წინა ხელისუფლების, არც შევარდნაძისა და არც კომუნისტების დროს არ ყოფილა.

არანაირი დაპირება არ მიგვიღია, არც ჯანდაცვის სამინისტროსგან, არც კანცელარიიდან. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც დროის გაყვანას ემსახურებოდა, ფაქტობრივად, ჯანდაცვის მინისტრს დროის გაჭიანურების ფუნქცია ჰქონდა”, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიწისძვრა საქართველოში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენს შეადგენდა მიწისძვრის სიმძლავრე?
  • „ტემპერატურა +30 გრადუსს გადააჭარბებს“ – უახლოესი დღეების პროგნოზი
  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge