Monday, April 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე” – ილჰამ ალიევი

April 6, 2026
“ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე” – ილჰამ ალიევი

მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო მრავალი ქვეყნისა და ერის სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ექსპორტზე გადის 16 ქვეყანაში და ეს ექსპორტი იწყება საქართველოდან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ამასთან, ალიევის თქმით, საქართველო ამ მარშრუტზე პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

„დღეს ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებსა და ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა, ჩვენ განვიხილოთ მესამე ქვეყნებში ერთდროული ინვესტიციები. ამაზე გვქონდა საუბარი – მასშტაბზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და არსებულ მდგომარეობაზე. არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი. შევეხეთ ახალ რეალობასაც, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ორიენტირებული მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეს პრინციპები ირღვევა, ჩვენს რეგიონში ეს უნდა დარჩეს ურყევი. არ უნდა მოხდეს არც დანაკარგები და მსგავსი მოვლენები არ უნდა შეეხოს ჩვენს რეგიონს. ჩვენ წარმოვჩნდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი.

დღეს ხაზი უნდა გავუსვა განსაკუთრებით იმას, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ისაუბრეთ სამშვიდობო პროცესზე, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი, რადგან სამომავლოდ ყველა ნაბიჯი უნდა იქნეს გაძლიერებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს შეხვედრები და ვიზიტები. სომხეთთან დიალოგი საქართველოს შუამავლობით დავიწყეთ და მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის.

მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო მრავალი ქვეყნისა და ერის სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ექსპორტზე გადის 16 ქვეყანაში და ეს ექსპორტი იწყება საქართველოდან, საქართველოს გავლით. საქართველო ამ მარშრუტზე პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვით აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. ვისაუბრეთ არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში​, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს, სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანიც კარგად მუშაობს. ეს ინფრასტრუქტურა დიდი მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით სატრანსპორტო კორიდორები და განვავითარეთ, გავაფართოვეთ, შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერიაა, რომელზეც ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ გაძლიერდება და განვითარდება.

საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მსუყე და ფართომასშტაბიანია. ემატება ახალი თემები, ახალი იდეები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს, მეგობრობას და ეს არის კეთილმეზობლური, ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება
  • 14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს
  • ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში, მეწყერი ჩამოწვა – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge