“იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში იუდა მოციქულმა მას უღალატა, ბრბო კი ყვიროდა – ჯვარს აცვი. განა დღეს ჩვენ არ ვაწყდებით ასეთ მერყეობას და ცვალებადობას?” -თქვა ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში ქადაგებისას სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა.
“…იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში იუდა მოციქულმა მას უღალატა, მოწაფეებმა მიატოვეს და ბრბო კი ყვიროდა- ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი, რა საშინელი ცვალებადობაა, მაგრამ განა დღეს ჩვენ არ ვაწყდებით ასეთ მერყეობას და ცვალებადობას? ჩვენც ადვილად ვიცვლით გუნება -განწყობილებას და ვკარგავთ ხოლმე ამ გამონათებას, რომელსაც უფალი გვაძლევს, მართალია დღეს ადამიანები არ ყვირიან ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ივიწყებენ უფალს, ღალატობენ და შორდებიან მას….” – თქვა ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში ქადაგებისას სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა.
