გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოში ყველაზე გრძელ შუშის ხიდად ვიეტნამში არსებული კონსტრუქცია დაასახელა. აღნიშნული ხიდი 150 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მისი სიგრძე 631 მეტრია.
ხიდი პროვინცია სონ ლაში მდებარეობს და 450 ადამიანის წონის გაძლება შეუძლია. ეს ადგილობრივი ტურიზმის ადმინისტრაცია და ფრანგული არქიტექტურული ფირმის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანი ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაზიანებული ტურიზმის აღდგენაა.
ის დამთვალიერებლისთვის აპრილში გაიხსნა და მალევე ყველაზე გრძელი ხიდის ტიტულიც მოიპოვა. აქვე აღსანშნავია, რომ აქამდე ამ ტიტულს ჩინეთში აგებული კონსტრუქცია ატარებდა, რომლის სიგრძე 526 მეტრია.