“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თათია ნიკოლაშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში სასაფლაომდე მისასვლელი გზები მოუწესრიგებელია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძემ ოზურგეთის მერს დაავალა, რომ სააღდგომოდ გზებისთვის მიეხედა, ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირა დარჩა და გზები ამ დრომდე არ მოწესრიგებულა.
“როგორც ჩანს ოზურგეთის მერი, რომელიც მდინარაძის დანიშნული გვყავს, მხოლოდ მდინარაძის დავალებებს ექვემდებარება და არა კობახიძის, რომელმაც დაავალა თურმე მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ მოეწესრიგებინათ ქუჩები და მისასვლელი გზა წინასააღდგომოდ და არა ისე. იმიტომ, რომ ისე ოზურგეთში გზა, ფაქტობრივად არ არსებობს. ცენტრალურ სასაფლაოსთან გზა არის აბსოლუტურად მოუწესრიგებელი. წვიმაში კი გავლა ფეხითაც და მანქანითაც შეუძლებელია”, – ამბობს თათია ნიკოლაშვილი.
