Tuesday, June 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

April 4, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოავლინეს, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მათივე განცხადებით, ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1 000 ერთეული ტოტი. ფაქტზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა.

კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შესაბამისი უწყებების ეფექტიანი მუშაობისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად, წლიდან წლამდე მცირდება ბზის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შემთხვევები. ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძირითადად ერთეული ფაქტები ფიქსირდება, ხოლო მოქალაქეები სულ უფრო ხშირად არჩევანს კანონიერად მოპოვებულ ბზაზე აჩერებენ.

ბზის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გასცემს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გონიოში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
  • იცოდა თუ არა, ბოკუჩავამ, რომ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა – რას ამბობს ენმ-ის ლიდერი
  •  გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge