“არა მიუსაფარი ცხოველების გენოციდს” – ამ სახელწოდებით აქცია 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციასთან ის ადამიანები აპირებენ მისვლას, ვინც ბოლო დღეებში შემზარავი ამბები გამოიტანეს მიუსაფარი ცხოველების უფასო თავშესაფრებიდან.
დღეს იქნება გამაფრთხილებელი შეკრება, ხალხი ითხოვს არაკანონიერად შეფასებული ევთანაზიის პროცესისს დასრულებასს და გამქრალი ცხოველების თავდაპირებლ ტერიტორიებზე დაბრუნებას.
“უფლება გვაქვს ვნახოთ, როგრო ტარდება, რა ხდება, როგორი კრიტერიუმებით აკეთებენ, ვინ არის ეს ხალხი, ვინც მიუსაფარ ცხოველებს იჭერს. გვინდა გამჭვირვალეობა. გვინდა გავიგოთ, მაგალიტად რა იწვოდა. გორის თავშესაფრის ამბები არის ძალიან ახალი – რა იწვოდა გორის ჩავშესაფარში? გვითხრან. ამის დოკუმენტაცია უნდა იყოს და გვითხრან. ასევე გვითხრან, სად არიან ძაღლები, რომლებიც წაიყვანეს და თვეების განმავლობაში ვეძებთ. რატომ დადის მონიტორინგის სააგენტო თბილისში და რატომ არის ძაღლებსი მასიური წაყვანა ამ თბილისში – გვითრან” ,- ამბობს ცხოველტა უფლებადამცველი.
აქციის მონაწილეების უცვლელი მოთხოვნებია:
- 1) თავშესაფარში [სტერილიზაციისთვის] გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს.
- „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
- 2) სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ: ა) თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
- 3) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი.
