თაკო და ნინო გაჩეჩილაძეებს დედა გარდაეცვალათ. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, როდესაც მომღერალმა სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედას ემოციური პოსტი მიუძღვნა:
„არ ვიცი უშენოდ როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას…..
დედა! მაპატიე და მადლობა ყველაფრისთვის! შენ საუკეთესო დედა იყავი და იქნები! მიყვარხარ……“ – დაწერა თაკო გაჩეჩილაძემ
გარდაცვლილი ცოლის ახალგაზრდობის ფოტოები გივი გაჩეჩილაძემ გამოაქვეყნა, თაკომ კი ფოტოები “ფეისბუკზე” შემდეგი წარწერით გააზიარა:
“დედაა….. სად წახვედი?!!! როგორ მოგაბრუნო”
შეგახსენბთ, რომ ნინო და თაკო გაჩეჩილაძეების, მამა გივი გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია. ის წლების წინ ანსამბლ “რეროს” სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, სადაც მომავალი მეუღლე თინა გაჩეჩილაძე გაიცნო. თინა მაშინ ანსამბლში მღეროდა