„ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მიქსმეტრონომთან“ საუბრისას ლევენ ბერძენიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერეკლე მეფესთან გაკეთებული მისი კომენტარი არის სისულელე და როშვა:
„სად ერეკლე და სად ლევან ბერძენიშვილი. ადამიანები იმის გამო, რომ ყურადღება მიიქციონ ათასგვარ სისულელეებს და როშვას დაიწყებენ. ლევან ბერძენიშვილი ასეთი როშვით ყოველთვის გამოირჩეოდა.“
„ქართული მარშის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ლევან ბერძენიშვილმა ძველად ილია ჭავჭავაძის პოეტობა და მწერლობაც დაიწუნა:
„იმისათვის, რომ იყო ჭკვიანი ადამიანი მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. ლევან ბერძენიშვილს შეიძლება ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, მაგრამ არის უჭკუო ადამიანი რომელსაც არ შეუძლია აზრის გამოტანა იმ წიგნებიდან რომელსაც კითხულობ. ამიტომ მოსდის ეს ავადმყოფური აზრები თავში. რასაც მე დავაკვირდი, მას მაზოხისტურად სიამოვნებს თავისი ლანძღვა-გინება“
მოგვიანებით მან გუგა რჩეულიშვილიც გაიხსენა და თქვა:
„გუშინ ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფეს შეაგინა, დღეს გუგა რჩეულიშვილმა დავით აღმაშენებელს შეაგინა. ამ მოვლენებს ვუყურებთ ჩვენ. ადამიანმა ხუმრობა არ იცოდაო და მაგიდაზე იმასქნაო – აი დაახლოებით ესე გამოდის ამ ორ ადამიანზე. პოპულარობის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ.“