აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანში მნიშვნელოვანი ხიდის აფეთქების შემდეგ, აცხადებს, რომ შემდეგი სამიზნე ელექტროსადგურები იქნება.
„ჩვენს არმიას – მსოფლიოში უდიდესს და ყველაზე ძლიერს (უზარმაზარი სხვაობით!) – ჯერ არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, შემდეგ -ელექტროსადგურები! ახალი რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის, რა უნდა გაკეთდეს – და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ირანში, ქალაქ ქარაჯში, B1 ხიდზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 95 – დაშავდა.
