Friday, April 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პუტინის წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სოხუმის აეროპორტის ახალი ტერმინალი გახსნა

April 3, 2026
პუტინის წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სოხუმის აეროპორტის ახალი ტერმინალი გახსნა

ოკუპირებულ აფხაზეთში, არძინბას სახელობის სოხუმის “საერთაშორისო აეროპორტში” ახალი ტერმინალი გაიხსნა – სპეციალურად ამ დღისთვის 2 აპრილს სოხუმში ჩავიდა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ის ე.წ. პრეზიდენტ გუნბას შეხვდა და სამომავლო “თანამშრომლობის” საკითხებიც განიხილა. საოკუპაციო რეჟიმმა პუტინს მადლობა შეუთვალა “აეროპორტის აღდგენის აქტიური მხარდაჭერისთვის”.

“ეს ნამდვილად ახალი ეტაპია, ახალი ერა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რაც შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარეშე. თქვენთან ერთად ჩამოვიდა ექსპერტების, ბიზნესმენების და რეგიონის ლიდერების დიდი რაოდენობა. ეს კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“ – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

“ეს ობიექტი აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და რესპუბლიკის განვითარებისთვის ახალ ჰორიზონტს ხსნის“ – თქვა სიტყვით გამოსვლისას რეჟიმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ.

“რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მასთან თქვენი შეხვედრის შედეგები და ერთობლივი შეთანხმებები, უდავოდ, ხელს უწყობს ჩვენი პარტნიორობის განვითარებას. ვლადიმერ ვლადიმერის ძე ამას ყურადღებით აკვირდება; მისთვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის პარტნიორობის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია. დღეს თქვენი ინაუგურაციის წლისთავია, რომელიც გასულ წელს შედგა. წელს რესპუბლიკაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. მასშტაბური ტრანსფორმაციები მხოლოდ ახლა იწყება“ – განაცხადა პუტინის წარმომადგენელმა კირიენკომ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “განახლდა აეროდრომის ინფრასტრუქტურა, ​​დამონტაჟდა თანამედროვე აღჭურვილობა და მოდერნიზაციამ შესაძლებელი გახადა თანამედროვე საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი თვითმფრინავების მომსახურება, რთულ ამინდის პირობებშიც კი”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე მხარს ვუჭერ ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს – რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნება, რატომ მივიღებთ?!” – ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს
  • “3 კანდიდატი შემდეგ სინოდზე გამოცხადდება” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge