Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

April 2, 2026
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივლისს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიმართ. სროლის შედეგად ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი სიკვდილს გადაურჩა. მომხდარის შემდეგ ბრალდებულმა თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ მეორე ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ორივე ბრალდებულმა 16 ივლისს, მთების და ტყის გავლით, საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დარღვევით, ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2025 წლის 18 ივლისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორი ან მეტი მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ჯგუფურად) წარედგინა, ხოლო მეორეს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ჯგუფურად) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს 18 წლით, ხოლო მეორეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება“, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო” – პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციაზე
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ “ტაბულას” ჟურნალისტის წინააღმდეგ “გზის გადაკეტვის” საქმე შეწყვიტა
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge