იტალიაში, ნეაპოლში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად გაითიშა ელექტროენერგია, შეფერხდა მეტროსა და მატარებლების მუშაობა, დაზიანდა შენობები.
გავრცელებული ინფორმაცით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიხცვი 20 ადამიანს აღემატება
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ეპიცენტრი ნეაპოლის დასავლეთით მდებარე კამპი ფლეგრეის რაიონში იყო, დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეზე.იტალიის სახანძრო სამსახურის ცნობით, ნეაპოლსა და მის შემოგარენში რამდენიმე შენობის უმნიშვნელო დაზიანების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, თუმცა ამ დროისთვის სამაშველო დახმარების ან მოსახლეობის ევაკუაციის მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
