Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის წინააღმდეგ კამპანია არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს” – დავით სონღულაშვილი

April 2, 2026
“შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის წინააღმდეგ კამპანია არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს” – დავით სონღულაშვილი

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე – სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს,- ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე“.

„ამ დროის განმავლობაში პროგრამამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების, ისე მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოებისათვის.

პროგრამის მთავარი მიზანია ბალანსის დაცვა – ერთი მხრივ, მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომით დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ცხოველების მდგომარეობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ადამიანების უსაფრთხო გარემო და მათი ჯანმრთელობის დაცვა.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ეს პროცესები პროვოცირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ემოციური განწყობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და ზიანს აყენებს, როგორც საზოგადოებრივ ინტერესს, ისე თავად ცხოველთა დაცვის საქმეს.

ამასთანავე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა ასეთი ცილისწამების ფაქტი იქნება სათანადოდ გამოძიებული და თითოეული პირი, რომელიც ჩართულია მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, აგებს პასუხს კანონის ფარგლებში.

ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამის განხორციელებას საზოგადოების ინტერესების, უსაფრთხოების და ჰუმანური ღირებულებების დაცვით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ “ტაბულას” ჟურნალისტის წინააღმდეგ “გზის გადაკეტვის” საქმე შეწყვიტა
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge