Thursday, April 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას ადვოკატებმა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართეს

April 2, 2026
პროკურორის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძისა და გიორგი ხაინდრავას ადვოკატებმა ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე მიმართეს

დღეის მდგომარეობით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს მომართეს – ვასილ მხეიძემ და მისმა ადვოკატმა, გიორგი ხაინდრავამ და მისმა ადვოკატმა და ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არცერთ ბრალდებულთან, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის, თუმცა პროკურორის თქმით, ვინ აანაზღაურებს ზიანს, რომელიმე ბრალდებული თუ მათი ოჯახის წევრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„გუშინ დამეწერა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის განცხადებები. დღეის მდგომარეობით რაიმე პირობა გადაწყვეტილი არ არის და შეთანხმება მიღწეული არ არის. ჩემთვის როგორც ცნობილია, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატიც მომავალ დღეებში მოგვმართავს, საპროცესო შეთანხებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მიერ ჩვენების არ მიცემას, ამას ვერცერთი მხარე ვერც პლუსად და ვერც მინუსად ვერ ჩათვლის. [ის, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე არ გამოკითხულა] ამას ვერ ჩავთვლით იმის დამადასტურებლად, რომ ის ბრალს აღიარებს, ან არ აღიარებს.

არცერთ ბრალდებულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გუშინ დამეწერა განცხადება ჯუანშერ ბურჭულაძის, რომელსაც მხოლოდ ადვოკატი აწერს ხელს, მაგრამ ის, რომ ბრალის აღიარება რაიმე კუთხით არის აღიარებული – ეს ასე არ არის. ადვოკატი წერს, რომ ბრალდებული მზად არის აღიაროს დანაშაული, აანაზღაუროს ზიანი და სურს, რომ გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება. თუ ბრალდებულის ხელმოწერა არ იქნება განცხადებაზე, ვერ მოხერხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. დღეის მდგომარეობით ზიანი ანაზღაურებული არ არის”,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
  • “მოვითხოვთ მფარველების გამოაშკარავებას და სტეფანიანებთან ერთად დასჯას” – გარდაცვლილი გიორგი ტუხაშვილის ოჯახის წევრი გენერალურ პროკურორს მიმართავს
  • დღეს არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge