მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
“ჩვენ ევროკავშირთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. ვიცით, რომ ეს საერთო ღირებულებები, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ ორივე ქვეყანა. საერთოდ ევროკავშირი, რომ შეიქმნა ეს იდეა იყო სამშვიდობო იდეაზე, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებაში, საქართველო ერთგულია ამ ღირებულებების და ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანაა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხიც იმედიანად შესცქერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში, რადგანაც ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა უნდა იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი მოლაპარაკებისთვის, კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე, სამწუხაროდ, ბიუროკრატია ბრიუსელის ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, თუმცა იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, თუმცა სლოვაკეთიც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მუდმივი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მათი მხრიდან” [სინქრონული თარგმანი] – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ყაველაშვილი სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
