ევროპელი პოლიტიკოსები მიჩვეული არიან, ყველაფერში მოსკოვის ჩარევა დაინახონ. ისინი ამას გააგრძელებენ სომხეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპელი წარმომადგენლები მოსკოვის ჩარევას ხედავენ ყველგან და ყველაფერში“.
აღნიშნულით პესკოვმა უპასუხა კითხვას, როგორ უყურებს კრემლი ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებებს, რომ მოსკოვი ჩაერევა საარჩევნო პროცესში.
„ეს ძველი სიმღერაა და მისი ნოტები იდეალურად აითვისეს. რა თქმა უნდა, ისინი მას კვლავ იმღერებენ სომხეთის არჩევნების შემთხვევაში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
