მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური შეხვედრები ბრატისლავაში დღეიდან იწყება. იგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთში გუშინ გაემგზავრა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგება. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და პეტერ პელეგრინის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, ასევე მედიისთვის ერთობლივი განცხადება.
მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდება სლოვაკეთის ვიცე-პრემიერსა და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ბრატისლავას ისტორიული ციხესიმაგრე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
