3 თვიანი ბრძოლის შედეგად, როგორც ადვოკატმა დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის უფლება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს.
ნადარეიშვილი გამარჯვებამდე ბრძოლას აანონსებს.
“პატარა, მაგრამ ჩემთვის და ბაჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება!
3 თვიანი ყოველდღიური ბრძოლის შედეგად დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის კანონიერი უფლება როგორც ადვოკატმა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ადრე თუ გვიან, უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად დიდი გამარჯვებისთვის, არ უნდა გავჩერდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – წერს ანი ნადარეიშვილი.
ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ახალაიას 16 თებერვალს ღია სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებას ედავება და არა დახურულ პროცესზე.
შეგახასენებთ, რომ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენამდე, ახალაიას სუს-ი სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ედავებოდა, სადაც მან თქვა: “ივანიშვილი არის დასამხობი”.
