Wednesday, April 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები აფერხებს ადამიანის უფლებების დაცვას – ომბუდსმენის წლიური ანგარიში

April 1, 2026
საკანონმდებლო ცვლილებები აფერხებს ადამიანის უფლებების დაცვას – ომბუდსმენის წლიური ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა 31 მარტს პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარუდგინა. აპარატის ინფორმაციით, დოკუმენტი ასახავს როგორც არსებულ პრობლემებს, ისე გარკვეულ პროგრესსაც.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, შეფასებით, ხელს უშლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას, ასევე საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მათ არაეფექტიან გამოძიებას.

“ანგარიშში ის ტენდენციები და გამოწვევებია გამოკვეთილი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. ასევე, აღნიშნულია ბოლო პერიოდში მიღწეული გარკვეული პროგრესი. ზედმიწევნით არის განხილული 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას.

დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დაუსჯელობით წახალისებულ უკანონო დაკავებებზე და პატიმრობაზე, ე.წ. ბორდერიზაციაზე, საკუთრების უფლების დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე, ეთნიკური ნიშნით დევნასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

განხილულია ასევე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეები და დევნილთა ნაწილის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხები.

ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მათ არაეფექტიან გამოძიებას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მათ შორის, საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციების საჯაროდ გამოხატვის გამო.

საუბარია პენიტენციურ დაწესებულებათა გადატვირთულობაზე, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმების ხარვეზებზე; შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც წლებია გადაუჭრელია.

კვლავ გამოწვევად რჩება თანასწორობის მდგომარეობა, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების – ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება.

ანგარიშში მიმოხილულია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სხვა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა; რწმენისა და რელიგიის თავისუფლების საკითხები.

სოციალურ საკითხთა შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ჯანმრთელობის უფლების ჭრილში, განხილულია პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემური ხარვეზები; შრომის უფლების თვალსაზრისით, შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების სათანადოდ უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტიები; წყალზე ხელმისაწვდომობისა და სოციალური საცხოვრისების სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები.

განხილულია მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვთა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს სიღარიბე, ძალადობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტურობა, სამართლებრივი დაცვის გარანტიების უგულებელყოფა.

სხვა მრავალ საკითხთა შორის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ცნობიერების ამაღლებას და ადამიანის უფლებათა სწავლებას. მიმოხილულია თავდაცვის სფეროში არსებული ვითარება, თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები.

გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სახალხო დამცველი ამზადებს რეკომენდაციებს, რომლებიც წლიურ ანგარიშებში აისახება და საქართველოს პარლამენტი შესაბამისი უწყებების მიმართ მათი შესრულების შესახებ განკარგულებას გასცემს” – ნათქვამია განცხადებაში.

ვრცლად ნახეთ აქ.  

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად” – შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო
  • პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით მოთავსება უტოლდება სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას – ომბუდსმენი
  • 2025 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყო 10 528 პატიმარი, უშუალოდ მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენდა 7 392 პირს – სახალხო დამცველის ანგარიში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge