Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საერთაშორისო მედიაში სერგეი ლავროვისა და პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი ვრცელდება

March 31, 2026
საერთაშორისო მედიაში სერგეი ლავროვისა და პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი ვრცელდება

საერთაშორისო მედიაში რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელიც 2024 წლითაა დათარიღებული. ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში მონაწილეობდნენ მედიაორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან: FRONTSTORY, The Insider, VSquare, Delfi Estonia და ICJK.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების ჩანაწერები იმაზე მიუთითებს, რომ უნგრელი მინისტრი მზად იყო მოსკოვის ინტერესების წინ წაწევისთვის ევროკავშირში. ამავე ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ლავროვი ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის დის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს – სიიარტო კი პასუხობს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი, უკვე ამზადებენს შესაბამის წინადადებას.

სატელეფონო საუბარში სიიარტომ ასევე ახსენა „გაზპრომის“ ახალი შტაბ-ბინის მონახულება და დასძინა: „მე ყოველთვის თქვენს სამსახურში ვარ“. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ საუბრების ტონი „კურატორისა და წყაროს“ ურთიერთობას უფრო ჰგავს, ვიდრე ორი თანასწორი თანამდებობის პირის ტონს.

ინფორმაცია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო რეგულარულად აწვდიდა ლავროვს ევროკავშირში გამართული შეხვედრების შესახებ დეტალებს, თავდაპირველად The Washington Post-მა გაავრცელა.

გავრცელებულ ჩანაწერს X-ზე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით, ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენენ. დღეს მათ ახალი „დიდი აღმოჩენა“ გააკეთეს: მათ დაამტკიცეს, რომ საჯაროდ იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონზე. კარგი ნამუშევარია! ოთხი წელია ვამბობთ, რომ სანქციები მარცხია და უფრო მეტ ზიანს ევროკავშირს აყენებს, ვიდრე რუსეთს. უნგრეთი არასოდეს დათანხმდება იმ პირების ან კომპანიების დასანქცირებას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მშვიდობის მისაღწევად, ან მათ, ვისაც სანქციების სიაში მოსახვედრად მიზეზი არ გააჩნიათ. თუმცა, ფარული მოსმენების სია სრული არ არის. ასევე, რეგულარულად ვაწარმოებდი კონსულტაციებს ევროკავშირის რამდენიმე არაწევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე” – წერს სიიარტო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც დაზარალებულებს ერთ-ერთი ბანკის თანამდებობის პირად გაეცნო და თაღლითურად 397 760 ლარს დაეუფლა
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ ლოტკინის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
  • “ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში წერია, რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება” – ანი ნადარეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge