Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რუბიოსთან საუბარი აუცილებლად იქნებოდა ირანზე და არანაირი გადატვირთვა, რასაც კობახიძე ამტკიცებს, თუმცა ვერ ადასტურებს, იმიტომ რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა” – თინა ბოკუჩავა

March 31, 2026
“რუბიოსთან საუბარი აუცილებლად იქნებოდა ირანზე და არანაირი გადატვირთვა, რასაც კობახიძე ამტკიცებს, თუმცა ვერ ადასტურებს, იმიტომ რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა” – თინა ბოკუჩავა

საუბარი აუცილებლად იქნებოდა ირანზე და იმ სამხედრო მოქმედებებზე, რომელსაც ატარებს აშშ-ი ირანში – სწორედ ეს იქნებოდა საუბრის მთავარი თემა და არანაირი გადატვირთვა, რასაც კობახიძე ამტკიცებს, თუმცა ვერ ადასტურებს, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ოპოზიციის ალიანსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა და განსაკუთრებით, აშშ-სთან.

„ალბათ, ნახავდით სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც იყო ძალიან მოკლე და მშრალი. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ საუბარი სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსა და დე-ფაქტო პრემიერ, კობახიძეს შორის ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. ასევე, ბუნებრივია, ყველასთვის, ვინც რეალურად აღიქვამს მოვლენებს და არა იმ პროპაგანდისტულ პრიზმაში, რომლითაც ივანიშვილის „რუს-ქოცურ“ პროპაგანდას სურს, საუბარი აუცილებლად იქნებოდა ირანზე და იმ სამხედრო მოქმედებებზე, რომელსაც ატარებს აშშ-ი ირანში. ასევე, იმაზე, რომ საქართველოს ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელსაც აშკარა კავშირები გააჩნია ირანის ისლამურ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რაზეც არსებობს დადასტურებული ცნობები, არ შეუშალოს ხელი ამერიკას საკუთარი ინტერესების განხორციელებაში, ამ კონკრეტულ მისიასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ოფიციალურად გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე, სწორედ ეს იქნებოდა საუბრის მთავარი თემა და არანაირი გადატვირთვა, რასაც კობახიძე ამტკიცებს, თუმცა ვერ ადასტურებს, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა. სხვაგვარად ეს, რა თქმა უნდა, აისახებოდა იმ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე დაიდო.

„ოპოზიციის ალიანსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა და განსაკუთრებით, აშშ-სთან როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გაწყდა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ „ეროვნული მობილიზაციის“ კამპანია, საქართველოს მოქალაქეების გააქტიურება და საპროტესტო მოძრაობაში ჩართვაა. ამიტომ, ეს არის პირველი ამოცანა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ასევე ვამზადებთ სხვადასხვა ვიზიტს და მათ შორის აშშ-ში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა ირაკლი კობახიძემაც.

„ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის დაზვერვა განცხადებას ავრცელებს
  • “მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის ესეთი დიდი პიროვნება რეკავს” – რიმა ბერაძე
  • მოსამართლე დავით მაკარიძემ მეგი დიასამიძე 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge