Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გავიმეორებ, რაც ბრალშია: ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, დავამხობთ მასაც და მის საცეცებსაც” – ბაჩო ახალაია

March 31, 2026
“გავიმეორებ, რაც ბრალშია: ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, დავამხობთ მასაც და მის საცეცებსაც” – ბაჩო ახალაია

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბრალშია: მე ვთვლი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად. ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია იმისა, რომ ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების დამხობა არაა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი, ვინაიდან ასეთი მუხლი არ არსებობს.

“ძალიან უცნაური რაღაც მოხდა, სასამართლოზე ნათქვამის გამო წარმიდგინეს ბრალდება.

თქვენ ხომ მკითხეთ, გასაგებია თუ არა ბრალი. გაუგებარი იცით რატომ არის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ხელისუფლების დამხობა დანაშაულად არაა მოხსენიებული. დანაშაულია ყაჩაღობა, ბანდიტობა. რომელი მუხლია სისხლის სამართლის კოდექსში ხელისუფლების დამხობა რომ დანაშაულია? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების დამხობა კანონიერი მოქმედებაა, ჩვეულებრივი ქცევა ისეთი დიქტატორის პირობებში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით. სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც სჯის ხელისუფლების დამხობას. მე რომ ხვალ ავდგე და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლება დავამხო, ბრალს ვერ წამიყენებენ, რადგან რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული არაა, ის ყველაფერი დაშვებულია.

შესაბამისად, მე ვამბობ, ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსვლის, რომელიც ჩვენს ერს აქვს, დამპყრობელი ხელისუფლების დამხობაა, ეს არის ერთადერთი, სამართლიანი გზაა, რომლითაც საქართველომ შეიძლება ღირსება აღიდგინოს. არჩევნები არ ტარდება, ყველამ იცის, რომ ქუჩაში დგომა, გაპროტესტება არ შეიძლება. ტროტუარზე დგომა არის დანაშაული კანონმდებლობით, ხელისუფლების დამხობა არ არის ჯერჯერობით, მუხლი რომელიც ხელისუფლების დამხობას დანაშაულად აცხადებს, არ არსებობს.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილი სასტიკად დაემხოს, არაფერს უკანონოს არ ვამბობ და არ ვფიქრობ გონებაშიც… თუ ეს კაცი ფიქრობს, რომ ამ გზით შორს წავა, ძალიან ცდება. შეიძლება ფიქრობს, რომ გაიქცევა როგორც კადაფი, ან ჩვენი ასლან აბაშიძე, მაგრამ ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ….

მაგიდაზე არ ავსულვარ და ხულიგნობა არ ჩამიდენია, ეს არის მოსაზრება, რაც ვთქვი, იგივეს ვიმეორებ – როცა ივანიშვილს დავამხობთ, აბა მეორე დღეს პროკურორი ან ვინმე მოგვადგეს, დანაშაული ჩაიდინეო, მაგრამ ეს არაა დანაშაული, დიქტატორის დამხობა არაა დანაშაული, ეს არის უფლება და ასეთ ვითარებაში, როგორშიც ვიმყოფებით, ვალდებულებაა. დავამხობთ ივანიშვილსაც და მის საცეცებსაც, ყველა სასტიკად აგებს პასუხს ხალხის წინაშე.

მე პირადად, რა ბრალიც მაქვს წაყენებული და რაც მიწერია, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მოქალაქის კანონიერი უფლებაა და ვალდებულებაა, გავაკეთო, რომ ივანიშვილის თამადობით ეს ფორმალური მთავრობა დაემხოს და ყველამ სასტიკად აგოს პასუხი.

ბიძინამ კარგად იცის, რომ ქართველებს გვაქვს ამის უნარი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბრალშია: მე ვთვლი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია იმისა, ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა“, – განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მართალია პერიოდულად მაქვს პრობლემები, მაგრამ მედგრად ვდგავარ, ვაგრძელებ ბრძოლას!” – მიხეილ სააკაშვილი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
  • თებერვალში თბილისში გაძვირდა როგორც ქირა, ისე ბინების ფასი – კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge