Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ, რათა რეჟიმი დასრულდეს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

March 31, 2026
“ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ, რათა რეჟიმი დასრულდეს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ იმისთვის, რომ ყველა ქართველი მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩაერთოს და რეჟიმი დასრულდეს,- ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ეს კამპანია იქნება მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებზე ორიენტირებული და არა რომელიმე ავტოკრატი ლიდერის ან დონორის ახირებებზე”.

„დღეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა, ეს არის უპრეცედენტო ერთსულოვნების დღე, როდესაც მოსახლეობის 90%-მა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ და 99%-მა უპასუხა – დიახ. ის, რაც 35 წლის წინ ერთსულოვნად ავირჩიეთ, დღეს არის საფრთხეში. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საფრთხეში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი უთხრის ძირს, ეს ჩანს ყველაფერში, მათ ყველა მოქმედებაში. ჩვენ გვჭირდება კამპანია დამოუკიდებლობის გადასარჩენად იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა არის ყველა ქართველის სასიცოცხლო ინტერესი. დამოუკიდებლობის გარეშე ჩვენ სახელმწიფო ვერ გვექნება, ვერ გვექნება სამართლიანობა და კეთილდღეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ იმისთვის, რომ ყველა ქართველი მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩაერთოს და რეჟიმი დასრულდეს. დასასრული არის იმაზე ბევრად ახლოს, ვიდრე ჩვენ გვგონია იმიტომ, რომ ავტორიტარული რეჟიმები ჯერ თანდათან იშლებიან და შემდეგ ერთბაშად. ერთბაშად ჩამოშლაა დარჩენილი და ამას მივაღწევთ. ყველა წინა კამპანიისგან განსხვავებით, ეს კამპანია იქნება მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებზე ორიენტირებული და არა რომელიმე ავტოკრატი ლიდერის ან დონორის ახირებებზე”,-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“. ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე საზოგადოებას „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გააცნო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მართალია პერიოდულად მაქვს პრობლემები, მაგრამ მედგრად ვდგავარ, ვაგრძელებ ბრძოლას!” – მიხეილ სააკაშვილი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
  • თებერვალში თბილისში გაძვირდა როგორც ქირა, ისე ბინების ფასი – კვლევითი ორგანიზაცია Galt & Taggart

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge