რა სიტუაციაა დღეს მსახიობებში და აქვთ თუარა საკმარისი შემოსავალი?
სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მსახიობებს ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო დიქტატურა და ყველას ყველაფერი ჩამოერთვა. სარეკლამო სააგენტო გამიჩერეს და ფილმში რეალურად კარგი როლი, თუ არ ჩავთვლის „მოგზაურობას ყარაბაღში“, არ მქონია. მდგომარეობა თვითონ კინოში დღემდე არ გამოსწორებულა. მე რეალურად რეჟისორიც ვარ, ორივე ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, თუმცა ვთვლი, რომ მსახიობი ვარ შემთხვევით.“
არის თუარა დაცული საქართელოში ქალთა უფლებები?
მცდელობებია რა. თავის დროზე, რომ დაიწყეს გამკაცრება ოჯახური ძალადობის და ნახევარი საქართველო ციხეში ჩასვეს, ვიძახდი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა. ქართველები მაინც სხვანაირი ერი ვართ, ჩვენს ერს სხვანაირი მიდგომა უნდა. სწორად მიდგომა უნდა ყველაფერს, ყველაფერში ქალი ვერ იქნება მართალი. ყველა საქმეს თავის დროზე ჭირდებოდა ყურადღებიანი მიდგომა და გულმოდგინედ არჩევა. აი ხომ ხედავთ ამ ყველაფერმა უფრო დიდი აგრესია გამოიწვია, პირდაპირ ქუჩაში ხდება მკვლელობები. ქალი რომ კაცს დააბეზღებს, შემდეგ კაცი დაარტყავს და ციხეში წავა, არ წარმომიდგენია ასეთი ოჯახი როგორ უნდა აღდგეს, ამაზე არავინ არ ფიქრობს. სანამ რადიკალურ ზომებამდე მივლენ იქნებ რაღაცნაირად მორიგდნენ. ფსიქიკურად ნორმალურად არ მგონია ის ადამიანი ვინც შვილის წინ ცოლს დაარტყავს. ვინ არის დასაჭერი და ვინ არის გასარიდებელი ძალიან ფაქიზი საკითხია. არ შეიძლება ერთი ხელის მოქნევით ყველა ერთ ქვაბში ჩაყარო. მე ასე მგონია
თქვენი აზრით ყველაფერს აკეთებს ჩვენი მთავრობა უკრაინის დასახმარებლად?
მთავრობას რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. რუსეთი ჩვენ ვიცით არ შეცვლილა, 68 წელს დაარბია უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია. ბავშვები გადაჭყლიტეს ტანკებით. საბჭოთა ჯარის მენტალიტეტი არ არის მყარი, რუსეთს საამყაროზე აქვს ისეთი შეხედულება რომ უნდა დაიპყროს. ჩემს თვალწინ ხდებოდა როგორ დაიშალა ბერლინის კედელი და გამოძვრა ევროპა საბჭოთა კავშირიდან და ჩვენს მაგას ვცდილობთ. რუსეთი თავის რესპუბლიკებს ესე მარტივად არ გაუშვებს. ეს ბრძოლა მოსალოდნელი იყო, ჩვენ გავლილი გვაქვს ის ეტაპი, რომელსაც ახლა უკრაინა გადის. აფხაზეთი წაგვართვეს ისე როგორც იმათ კრიმი და მერე 2008-ში განმეორებით მოგვიწყეს შეტევა და გვითხრეს ჭკვიანად იყავით, თორემ გაგაქრობთ ამ ქვეყნიდანო. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც იგივე ბედი არ გვეწიოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა ჭკვიანურად იქცევა, იმ მხრივ რომ არ აღიზიანებს რუსეთს. შეიძლება ველაფერს დასავლეთის მოსაწონად არ ვაკეთებთ, მაგრამ დიდად არც გვაკრიტიკებენ, იმიტომ რომ ხვდებიან, ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რომ რუსეთს ომი დავუწყოთ. საერთოდ გავქრებით ამ ქვეყნიდან.
რას იტყოდით ზელენსკიზე და მის განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში?
ზელენსკი დაგვცინოდა ჩვენ 2008 წელს, მოსმენილი მაქვს მე მაგის შარჟები. პუტინს და იმათ ართობდა მაშინ. მაგათთვის საერთოდ არ არსებობ საქართველო. მე Georgian Times-ში გამოსვლა მქონდა, რაღაცნაირად ვახსენე მაშინ და ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი და ბოდიში მინდა მოვუხადო. მე უბრალოდ ავღნიშნე, რომ ზელენსკის არ აქვს უკრაინული გვარი და აქვს ებრაული. ასე იყო სააკაშვილიც, ის გვარგადაკეთებული ადამიანია, ის არ არის ქართველი. მე ვთვლი, რომ ქვეყნის პირველ პირად უნდა აირჩიო პატიოსანი და წესიერი ადამიანი, რადგან ის ქვეყნის სახეა, ამიტომ ეს ძალიან საფრთხილოა. სხვა ლიდერს შეიძლება ომამდე არ მიეყვანა ეს ამბავი. რაღაცა დაეთმო და თავის ხალხს გაფრთხილებოდა. ზუსტად მაგაზე მაქვს ლაპარაკი. ლიდერს პირველ რიგში თავის ხალხი უნდა უყვარდეს. ჩემთვის მაგარი ლიდერი არის ის ვინც ქვეყანას ომს გადაარჩენს. ხალხის ხოცვა არაა სწორი, ომში ყველა წაგებულია, მოგებული მხარე არ არსებობს იმიტომ რომ როგორც აქეთ კვდებიან ახალგაზრდა ბავშვები და ქალები, ისე კვდებიან მეორე მხარესაც. ომში არიან 18-19 წლის ბიჭები, რომლებმაც არც იცოდნენ სად მიყავდათ, ჯარიდან პირდაპირ ხვდებოდნენ ომში. თვითონ კონფლიქტის მიზეზი ვინც არიან, პრეზიდენტები ბუნკერებში ზიან და მაგათ ტყვია არ შეეხებათ, ხალხი იხოცება და ეს არის საშინელება. მე ვფიქრობ უკეთესი ლიდერი რომ ყოლოდა უკრაინას შიძლებოდა აცდენილიყო ომს. ზელენსკის კიდე საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს.
გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი „ცხელი ძაღლიდან“
ბევრი მომენტი იყო, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს მომენტი სადაც ექიმისთვის ტყვია უნდა გადამეყლაპებინა, სადარბაზოში ვიღებდით სცენას და ძალიან გავერთეთ. შემდეგ სახლში შეგვიპატიჟეს, ჯაპანაც იყო იქ. დღემდე ვმეგობრობ და ძალიან მიყვარს.