Tuesday, March 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თამარ ბაგრატიონის გლობალურ სამიტში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

March 31, 2026
პრეზიდენტის ადმინისტრაცია თამარ ბაგრატიონის გლობალურ სამიტში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გლობალურ სამიტში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“.

სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

სამიტზე დისკუსიების მიზანი ციფრულ ეპოქაში ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე გამოცდილების გაცვლა და საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა იყო.

გლობალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა მიმართა:

„უპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, ქალბატონ მელანია ტრამპს. ისტორიას ემახსოვრება თქვენი ძალისხმევა, როდესაც 45 ერის წარმომადგენელი ერთად შეგვკრიბეთ და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ. მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორიაც სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინ მართავდა თამარ მეფე, პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იზომება იმით, თუ როგორ მფარველობს იგი ყველაზე დაუცველებს.

დღეს ჩვენ ერთი საზრუნავი გვაერთიანებს – ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და, უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ბავშვის მუდმივ კეთილდღეობაზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა.

ყველა მშობლისთვის კარგად არის ნაცნობი ის შინაგანი შფოთვა, რომელიც სულ თან გვდევს – ჩვენ გვინდა, შვილები საფრთხისგან დავიცვათ, ამავდროულად მივცეთ თავისუფლება, რათა ფეხი აუწყონ ამ სწრაფად განვითარებად ეპოქას, აღმოაჩინონ სიახლეები და შეიცნონ სამყარო. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა – ჩუმი, უხილავი, თუმცა სრულიად რეალური, რომელსაც ყველგან, ნებისმიერ ოჯახში შეხვდებით“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

პირველმა ლედიმ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთი გონივრული ნაბიჯების აუცილებლობაზე, რომლებიც მოზარდებს მისცემს თანამედროვე სამყაროში განვითარების საშუალებას და იმავდროულად, შეუნარჩუნებს მათ ცნობისმოყვარეობასა და გარე სამყაროსთან უშუალო კავშირს.

„ჩვენ არ შეგვიძლია, არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს. ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციისთვის სივრცე, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ.

საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომა „შუა გზის“ (ოქროს შუალედის) პრინციპს ეფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის ბავშვთა უსაფრთხოების დაცვას შორის ბალანსის პოვნას“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, საქართველოს პირველ ლედისთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის დაზვერვა განცხადებას ავრცელებს
  • “მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის ესეთი დიდი პიროვნება რეკავს” – რიმა ბერაძე
  • მოსამართლე დავით მაკარიძემ მეგი დიასამიძე 2-დღიან პატიმრობაში გაუშვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge